რიგის სამიტის შედეგად შემუშავებულ კომუნიკეში

რიგის სამიტის შედეგად შემუშავებულ კომუნიკეში ნატომ
რიგის სამიტის შედეგად შემუშავებულ კომუნიკეში ნატომ
პირველად გამოხატა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული გაყინული კონფლიქტებისადმი დამოკიდებულება, რაც მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს - ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ ფრიდმა განაცხადა. მისი განმარტებით, ნატოსთვის მნიშვნელოვანია სამხრეთი კავკასიის ქვეყნებისა და მოლდავეთის ტერიტორიული მთლიანობა და გაყინული კონფლიქტების პოლიტიკური მეთოდებით მოგვარების გზების ძიება. ფრიდმა აღნიშნა, რომ ნატო მზად არის ამ პროცესის დიპლომატიური მხარდაჭერისთვის.