საქართველოს პერმიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხვალ

საქართველოს პერმიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხვალ აშშ-ში მიემგზავრება.
საქართველოს პერმიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხვალ აშშ-ში მიემგზავრება.
დაგეგმილია მრავალი შეხვედრა, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისთან, ვიზიტის ბოლოს კი ზურაბ ნოღაიდელის სიტყვით გამოსვლა მსოფლიო ბანკში. აშშ-ში ვიზიტს იწყებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩიც: ეს მისი პირველი ვიზიტია ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატების შემდეგ დაუბრუნდა უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტს. იანუკოვიჩის ოფისი იუწყება, რომ გაიმართება შეხვედრები ვიცე-პრეზიდენტ ჩეინისთან და სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის.