ყირგიზეთში, მანასის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ამერიკელმა

ყირგიზეთში, მანასის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ამერიკელმა ჯარისკაცმა ყირგიზი სამოქალაქო პირი მოკლა.
ყირგიზეთში, მანასის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ამერიკელმა ჯარისკაცმა ყირგიზი სამოქალაქო პირი მოკლა.
ამის შესახებ იუწყება ყირგიზეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "კაბარი". მისივე ცნობით, ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც ბიშკეკის მახლობლად მდებარე მანასის სამხედრო-საჰაერო ბაზის შესასვლელს იცავდა, ყირგიზი სამოქალაქო პირი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დაწყებულია გამოძიება. აშშ 2001 წლიდან ქირაობს მანასის ბაზას ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით.