სადამ ჰუსეინის ძმისშვილი ციხიდან გაიქცა

სადამ ჰუსეინის ძმისშვილი ციხიდან გაიქცა ერთ-ერთი მცველის დახმარებით.
სადამ ჰუსეინის ძმისშვილი ციხიდან გაიქცა ერთ-ერთი მცველის დახმარებით.
ერაყის პოლიციის ინფორმაციით, აიმან ალ-საბაუიმ, სადამ ჰუსეინის ნახევარძმის, საბაუი იბრაჰიმ ალ-ტიკრიტის ვაჟიშვილმა, გაქცევა მოახერხა ბადუშის ციხიდან. ბადუში მდებარეობს ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულის მახლობლად. ალ-საბაუი ბრალდებულია აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ სუნიტების ამბოხების დაფინანსებაში. მოსულის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, პატიმარს გაქცევაში დაეხმარა ციხის მცველთა ღამის ცვლის მეთაური.