ტაშკენტში ევროკავშირის ექსპერტები განაგრძობენ მოლაპარაკებას

ტაშკენტში ევროკავშირის ექსპერტები განაგრძობენ მოლაპარაკებას უზბეკეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან
ტაშკენტში ევროკავშირის ექსპერტები განაგრძობენ მოლაპარაკებას უზბეკეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან
შარშან ანდიჟანში მომხდარ სისხლისღვრაზე. როგორც ფინელმა დიპლომატმა პეკა ოინონენმა უთხრა ჩვენი რადიოს უზბეკურ სამსახურს, დელეგაცია მოელის, რომ ანდიჟანში ჩავა, ვიდრე უზბეკეთიდან გაემგზავრებოდეს. უზბეკი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ანდიჟანში გასული წლის საპროტესტო გამოსვლისას, რასაც ხელისუფლება ისლამისტურ აჯანყებას უწოდებს, 190-მდე ადამიანი დაიღუპა. უფლებადამცველი ორგანიზაციები კი ასობით მოკლულ სამოქალაქო პირზე ლაპარაკობენ.