გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის ბირთვულ

გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის ბირთვულ პროგრამაზე სამშაბათს არ უმსჯელიათ უთანხმოების გამო, რომელმაც ბელორუსიის საკითხზე
გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის ბირთვულ პროგრამაზე სამშაბათს არ უმსჯელიათ უთანხმოების გამო, რომელმაც ბელორუსიის საკითხზე
იჩინა თავი აშშ-სა და რუსეთს შორის. დახურულ კარს მიღმა სხდომა გადაიდო მას შემდეგ, რაც რუსული მხარე შეეწინააღმდეგა აშშ-ის თხოვნას, განეხილათ ბელორუსი ოპოზიციონერის, ალექსანდრ კაზულინის 54-დღიანი შიმშილობის საკითხი. გაეროში რუსეთის ელჩის, ვიტალი ჩურკინის განცხადებით, ამ საკითხს არაფერი აქვს საერთო გაეროს უშიშროების საბჭოს საქმიანობასთან.