პარასკევს ირანში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა

პარასკევს ირანში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა
პარასკევს ირანში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა
და რელიგიური საბჭოს არჩევნები გაიმართა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ამ ეტაპზე დათვლილია ბიულეტენების ნახევარი. წინასწარი მონაცემებით, რელიგიური საბჭოს წევრთა კენჭისყრაში ყოფილი პრეზიდენტი, ალი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი, უსწრებს ულტრა-კონსერვატორ მოწინააღმდეგეს. ექსპერტები პარასკევს გამართულ არჩევნებს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის პოპულარობის ხარისხის ინდიკატორად მიიჩნევენ. ოფიციალური მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა დაახლოებით 26-მა მილიონმა ადამიანმა, ანუ ამომრჩეველთა 56-მა პროცენტმა მიიღო. ეს მაჩვენებელი აღემატება წინა არჩევნებში აღრიცხულ აქტივობას. ირანის კონსერვატორულმა პრესამ არჩევნებს ”ირანის მტრებისათვის შოკისმომგვრელი სანახაობა” უწოდა.