თეირანი აცხადებს, რომ განაგრძობს ბირთვული

თეირანი აცხადებს, რომ განაგრძობს ბირთვული პროგრამის განხორციელებას
თეირანი აცხადებს, რომ განაგრძობს ბირთვული პროგრამის განხორციელებას
მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შაბათს მიღებული რეზოლუციისა. ეს დოკუმენტი ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი არ შეწყვეტს ბირთვული პროგრამის განხორციელებას. ბირთვული პროგრამის საკითხებში მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ თეირანი ნატანცის ბირთვულ ცენტრში - ურანის გამდიდრების მიზნით - სამი ათასი ცენტრიფუგის დამონტაჟებას იწყებს. გუშინ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მძაფრად გააკრიტიკა გაეროს რეზოლუცია და მას "აზრს გამოცლილი ფარატინა ქაღალდი" უწოდა.