მიმდინარეობს მზადება სადამ ჰუსეინთან ერთად

მიმდინარეობს მზადება სადამ ჰუსეინთან ერთად მსჯავრდებული ორი პირის ჩამოსახრჩობად.
მიმდინარეობს მზადება სადამ ჰუსეინთან ერთად მსჯავრდებული ორი პირის ჩამოსახრჩობად.
არაბულენოვანი საინფორმაციო წყაროები როგორც იუწყებიან, ხუთშაბათს, 4 იანვარს უნდა ჩამოახრჩონ ერაყის ყოფილ ლიდერ სადამ ჰუსეინის ნახევარძმა, უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ბარზან იბრაჰიმი და რევოლუციური სასამართლოს ყოფილი მთავარი მოსამართლე აუად ჰამედ ალ-ბანდარი. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის" ცნობით, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, რომელმაც არ ისურვა თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა, დაადასტურა ეს ცნობა. მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის მრჩევლი ირწმუნება, რომ ჩამოხრჩობის თარიღი ჯერ არ არის დაზუსტებული.