სომალის დედაქალაქის, მოგადიშუს ქუჩებში ასობით

სომალის დედაქალაქის, მოგადიშუს ქუჩებში ასობით
სომალის დედაქალაქის, მოგადიშუს ქუჩებში ასობით
ადამიანი გავიდა და საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ისინი სომალიში ეთიოპიის ჯარის ყოფნას აპროტესტებდნენ - ეთიოპიის ჯარი სომალის მთავრობას ისლამისტი მებრძოლების განდევნაში დაეხმარა. გავრცელებული ცნობებით, საპროტესტო აქციის მონაწილეები საბურავებს წვავდნენ, და ქვებს ისროდნენ. აქციის დაშლის მიზნით ეთიოპიელმა ჯარისკაცებმა ჰაერში გაისროლეს. გუშინ დასავლელი და აფრიკელი დიპლომატები გამოვიდნენ მოწოდებით სომალიში მშვიდობისდამცველი ჯარის სასწრაფოდ შეყვანის თაობაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული უსაფრთხოების გაუარესება, ვინაიდან ამით, შესაძლოა, ისლამისტმა ძალებმა ისარგებლონ.