ინდონეზიის კუნძილ სულავესიზე შეერთებული შტატების

ინდონეზიის კუნძილ სულავესიზე შეერთებული შტატების
ინდონეზიის კუნძილ სულავესიზე შეერთებული შტატების
ავიაციის სპეციალისტთა ჯგუფი ჩავიდა. ამერიკელმა ექსპერტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ გამოძიებაში, რომელიც ექვსი დღის წინ სამგზავრო თვითმფრინავის დაკარგვის მიზეზებს ადგენს. თვითმფრინავის ბორტზე 102 ადამიანი იყო. ინდონეზიის მთავრობამ თვითმფრინავის პოვნის მიზნით მასშტაბური საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო, მაგრამ ჯერჯერობით ოპერაციას შედეგი არ მოჰყოლია. თვითმფრინავი, რომელიც კუნძულ იავადან სულავესისკენ ასრულებდა რეისს, რადარიდან პირველ იანვარს გაქრა.