ინტერნეტში გაჩნდა უშუალოდ სადამ ჰუსეინის

ინტერნეტში გაჩნდა უშუალოდ სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის შემდეგ გადაღებული ახალი ვიდეოფირი.
ინტერნეტში გაჩნდა უშუალოდ სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის შემდეგ გადაღებული ახალი ვიდეოფირი.
ფირზე აღბეჭდილია ექს-დიქტატორის ცხედარი კისერზე ყულფის ანაბეჭდებით. ადრე ინტერნეტით გავრცელებულმა კიდევ ერთმა ვიდეოფირმა, რომელზეც ჰუსეინის ჩამოხრჩობაა გადაღებული, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მსოფლიოში. დღეს ერაყის მთავრობის წარმომადგენელმა ალი ალ-დაბაღმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დააკავა პირი, რომელიც ეჭვმიტანილია სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის გადაღებაში მობილური ტელეფონით. მისი თქმით, ეჭვმიტანილი სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.