პაკისტანმა უარყო გაეროს მიერ გავრცელებული

პაკისტანმა უარყო გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თალიბანის ლიდერებს იკედლებდეს.
პაკისტანმა უარყო გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თალიბანის ლიდერებს იკედლებდეს.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში მრავალეროვან სამხედრო ძალებს ბევრი არაფერი გაუკეთებიათ ამბოხების ხელმძღვანელების შესაპყრობად. ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე, ავღანეთში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ, კრის ალექსანდერმა განაცხადა, რომ თალიბანის ლიდერები ჯერაც აქტიურობენ პაკისტანში - განაგრძობენ ტერორისტული აქტების ორგანიზებას, დაგეგმვას და განხორციელებას.