ორშაბათს ამერიკაში, არიზონის შტატში გაიმართა

ორშაბათს ამერიკაში, არიზონის შტატში გაიმართა როკ ენ როლის რელიკვიების აუქციონი.
ორშაბათს ამერიკაში, არიზონის შტატში გაიმართა როკ ენ როლის რელიკვიების აუქციონი.
"Beatles"-ის ცნობილი სიმღერის, "While My Guitar Gently Weeps", ტექსტი, რომელიც აწ გარდაცვლილი ჯორჯ ჰარისონის ხელით არის დაწერილი, 300 ათას დოლარად გაიყიდა. აუქციონზე გამოტანილი იყო ასევე როკის ლეგენდების - ჯიმი ჰენდრიქსის, ¨The Who¨-ს, "Rolling Stones"-ის, "Led Zeppelin"-ის კუთვნილი ექსპონატები. ყველაზე დიდი წარმატება ხვდა წილად "Beatles"-ის რელიკვიებს. მაგალითად, ჯონ ლენონის მიერ ჩამოწერილი უბრალო საყიდლების სია 1400 დოლარად გაიყიდა.