მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის

მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის მოგვარება აუცილებელია
მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის მოგვარება აუცილებელია
- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. რუსეთის რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობების ტრადიცია არ უნდა შეწყდეს. ამასთან, პრეზიდენტმა აღიარა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სახიფათო ზღვარს უახლოვდება, და სანამ ამ ურთიერთობის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, დრო არ უნდა დაიკარგოს. სააკაშვილმა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში მოსკოვის მონაწილეობას მხარი დაუჭირა, და იმ როლზე ისაუბრა, რომელსაც რუსეთი რეგიონში ისტორიულად ასრულებს. საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ამ პრობლემების გადაჭრა მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება, წინასწარ განსაზღვრული პირობების გარეშე.