ირანში დააპატიმრეს ქალთა უფლებების დამცველი

ირანში დააპატიმრეს ქალთა უფლებების დამცველი სამი აქტივისტი,
ირანში დააპატიმრეს ქალთა უფლებების დამცველი სამი აქტივისტი,
როცა ისინი ინდოეთში გამგზავრებას აპირებდნენ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ერთ-ერთი დაპატიმრებულის ვაჟიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამი ქალი შაბათს დააპატიმრეს თეირანის აეროპორტში. ამავე წყაროს ცნობით, სამივე დაკავებულის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს შირინ ებადი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი.