ერაყში, ბაღდადიდან ჩრდილო-დასავლეთით, ავარია განიცადა

ერაყში, ბაღდადიდან ჩრდილო-დასავლეთით, ავარია განიცადა შეერთებული შტატების სამხედრო ვერტმფრენმა.
ერაყში, ბაღდადიდან ჩრდილო-დასავლეთით, ავარია განიცადა შეერთებული შტატების სამხედრო ვერტმფრენმა.
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიღუპა ამერიკის შვიდი სამხედრო მოსამსახურე. ვერტმფრენის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობა ინტერნეტის მეშვეობით აიღეს საკუთარ თავზე "ალ-ყაიდასთან" დაკავშირებულმა სუტინუტმა მეამბოხეებმა. ეს შეერთებული შტატების უკვე მეხუთე ვერტმფრენია, რომელმაც ავარია განიცადა ან მეამბოხეთა მიერ იქნა ჩამოგდებული უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე. წინა კატასტროფების შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი - ამერიკის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები.