პეკინში აღდგა ჩრდილოეთი კორეის ატომური

პეკინში აღდგა ჩრდილოეთი კორეის ატომური პროგრამის ირგვლივ
პეკინში აღდგა ჩრდილოეთი კორეის ატომური პროგრამის ირგვლივ
მიმდინარე ექვსმხრივი მოლაპარაკება. ჩრდილოეთი კორეის, სამხრეთი კორეის, შეერთებული შტატების, იაპონიის, რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენლები ცდილობენ დაადგინონ, როგორ შეიძლება დაინერგოს 2005 წლის შეთანხმება, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ატომური იარაღის პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ ეკონომიკურ, და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წამახალისებელ ზომებს სთავაზობს. ფხენიანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილმა კრიზისმა ესკალაცია გასული წლის ოქტომბერში განიცადა - როდესაც ფხენიანმა პირველი ატომური ცდა ჩაატარა, რასაც გაეროს მხრიდან სადამსჯელო სანქციების დაწესება მოჰყვა.