კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ადგილობრივ ალბანელებს

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ადგილობრივ ალბანელებს შორის მასობრივი მღელვარება მოხდა.
კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ადგილობრივ ალბანელებს შორის მასობრივი მღელვარება მოხდა.
ორი ადამიანი დაიღუპა გაეროს პოლიციასთან შეტაკებაში და ოთხი დაიჭრა. შაბათს ასობით ალბანელი გამოვიდა პრიშტინის ქუჩებში. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ კოსოვოს სამომავლო სტატუსთან დაკავშირებული წინადადებების გამო. კოსოვოს სტატუსის თაობაზე წინადადებები გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა, მარტი აჰტისაარიმ წარმოადგინა. ადგილობრივი ალბანელები კოსოვოს სრულ დამოუკიდებლობას მოითხოვენ.