საქართველოს პრეზიდენტმა კორუფციაში დაადანაშაულა ტრანსპორტის

საქართველოს პრეზიდენტმა კორუფციაში დაადანაშაულა ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისია
საქართველოს პრეზიდენტმა კორუფციაში დაადანაშაულა ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისია
და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაავალა დღის ბოლომდე კომისიის ყველა თანამშრომლის დათხოვნა. ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის თანამშრომელთა რიცხვი, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 200-ს აღემატება. იუწყებიან აგრეთვე, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ანთელიძე. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების მიერ ლილოს საბაჟო ტერმინალის მოულოდნელ მონახულებას. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილმა საბაჟო ტერმინალის საქმიანობაზე ისაუბრა და სტრუქტურაში მოქალაქეებისთვის უფრო ეფექტური და სწრაფი მომსახურეობა მოითხოვა. სააკაშვილმა ისაუბრა საბაჟოზე მომსახურე პერსონალზეც და ისინი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.