უკრაინის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, იულია

უკრაინის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, იულია ტიმოშენკო, აცხადებს,
უკრაინის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, იულია ტიმოშენკო, აცხადებს,
რომ მის ქვეყანას რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნების საფრთხე ემუქრება. ტიმოშენკოს თქმით, უკრაინაზე განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს რუსეთის მცდელობა, ენერგეტიკა პოლიტიკის იარაღად გამოიყენოს. დღესვე, ტიმოშენკოს საპარლამენტო ბლოკმა პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ”ჩვენს უკრაინასთან” შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტის მიზანი პრო-მოსკოვურად განწყობილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ იანუკოვიჩის გავლენის შემცირებაა. კვირას იულია ტიმოშენკო შეერთებულ შტატებში ვიზიტს იწყენს.