საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად და ქვეყანაში

საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად და ქვეყანაში 90 დღემდე დასარჩენად ვიზა აღარ დასჭირდებათ
საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად და ქვეყანაში 90 დღემდე დასარჩენად ვიზა აღარ დასჭირდებათ
არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის, კატარის, ბაჰრეინის, ომანისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს. ასეთი გადაწყვეტილება დღეს ერთხმად მიიღო საქართველოს პარლამენტმა. მსგავსი გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველომ უფრო ადრე დაუწესა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, აშშ-ის, იაპონიის, კანადის, ისრაელის, თურქეთის, შვეიცარიისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის და მოქალაქეებს.