სამხრეთ რუსეთში მდებარე სტავროპოლის მხარეში

სამხრეთ რუსეთში მდებარე სტავროპოლის მხარეში ურთიერთსროლის შედეგად
სამხრეთ რუსეთში მდებარე სტავროპოლის მხარეში ურთიერთსროლის შედეგად
ერთი პოლიციელი და ერთი შეიარაღებული პირი დაიღუპნენ. სროლა ატყდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ დააპირა ქალაქ ნეფტეკუმსკში, ერთ-ერთ კერძო სახლში მყოფი პირების ვინაობის დადგენა. პოლიციის განმარტებით, მას მიღებული ჰქონდა ინფორმაცია, რომ სახლში იმალებოდა პირი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. დაჭრილია ერთი პოლიციელი, დააკავეს ორი შეიარაღებული პირი.