ყირგიზეთში პროკურორმა გალინა პუგაჩოვამ გააკეთა

ყირგიზეთში პროკურორმა გალინა პუგაჩოვამ გააკეთა განცხადება
ყირგიზეთში პროკურორმა გალინა პუგაჩოვამ გააკეთა განცხადება
გადადგომისა და ოპოზიციურ ბლოკში შესვლის შესახებ. ლაპარაკია ბლოკზე სახელწოდებით “ერთიანი ფრონტი ყირგიზეთის ღირსეული მომავლისთვის”. ბლოკი, რომელსაც ყოფილი პერმიერ-მინისტრი ფელიქს ყულოვი ხელმძღვანელობს, მომავალ თვეში აპირებს მასშტაბური დემონსტრაციების მოწყობას ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით. ვიცე-პრემიერმა დანიარ უსენოვმა დღეს უსაფუძვლო და უკანონო უწოდა ამ მოწოდებებს. ამავე კვირაში, კულტურის მინისტრის მოადგილე ასანბეკ სარიბაევი გადავიდა ოპოზიციის მხარეზე.