უნგრეთის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და

უნგრეთის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
უნგრეთის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
რამდენიმე ასეული ულტრამემარჯვენე დემონსტრანტის წინააღმდეგ. დემონსტრანტები ქვებს ესროდნენ პოლიციელებს და მოითხოვდნენ დაკავებული თანამოაზრის გათავისუფლებას. ეს უკანასკნელი დაპატიმრებულია როლისთვის, რომელიც შეასრულა შარშან სექტემბერში დაწყებულ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გარშემო სკანდალთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებში. საქმე ეხება ჩანაწერს, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა ფერენც გიურჩანიმ აღიარა, რომ მოატყუა თანამემამულეები. ეს ჩანაწერი მედიას ჩაუვარდა ხელში. დღეს ოპოზიციის მომხრე ასიათასამდე დემონსტრანტმა მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლის დროს მოითხოვა პრემიერ-მინისტრის გადადგომა.