რუსეთში 21 მარტი გლოვის დღედ

რუსეთში 21 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა უკანასკნელ დღეებში კატასტროფების შედეგად
რუსეთში 21 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა უკანასკნელ დღეებში კატასტროფების შედეგად
175-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის გამო. ორშაბათს ღამით კრასნოდარის მხარეში ხანდაზმულთა სახლში მომხდარ ხანძარს 63 ადამიანი ემსხვერპლა. ციმბირში, ულიანოვსკაიას ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 106-ს მიაღწია. ეს რუსეთში ამ სახის ყველაზე მძიმე კატასტროფაა უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, კვამლი, მაღაროში დაგროვილი გაზი და ჩანგრეული კონსტრუქციები ართულებენ სამშველო სამუშაოებს. შაბათს სამარაში აეროპორტში დაჯდომისას ავარია განიცადა თვითმრინავმა ტუ-134-მა. დაიღუპა 6 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი.