დღეს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების

დღეს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი შედგა.
დღეს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი შედგა.
ჯორჯ ბუში და ვლადიმირ პუტინი შეეხნენ რუსეთის შეშფოთებას აშშ-ის გეგმით, რომელიც ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას ითვალისწინებს. კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა. ამასთან, ჯორჯ ბუშმა გამოთქვა მზადყოფნა, რუსულ მხარესთან ერთად იმსჯელოს გეგმის დეტალებზე. ვლადიმირ პუტინმა და ჯორჯ ბუშმა ილაპარაკეს ირანის ბირთვული პროგრამისა და კოსოვოს საკითხებზეც.