აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისსა და

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისსა და მოსკოვს შორის
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისსა და მოსკოვს შორის
საჰაერო მიმოსვლა შაბათს დროებით განახლდა. ახალი ამბების სააგენტო ”პრაიმ-ნიუსის” ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარტერული რეისები 10 და 11 აპრილსაც შედგება. რეისებს ავიაკომპანია ”აირზენა საქართველოს ავიახაზები’’ შეასრულებს. სააღდგომოდ რეისების დანიშვნას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი. ”პრაიმ-ნიუსს” მინისტრის სიტყვები მოჰყვას - რომ ”რუსეთის მხრიდან ეს კარგი ჟესტი იყო და აუცილებელია, რომ ორ სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენისათვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას’’ . სააგენტო ”ინტერფაქსი” რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს ავრცელებს - რომ აღდგომაზე სამი რეისის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენა სრულად განახლდება.