საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 22 აპრილს გაიმართება,
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 22 აპრილს გაიმართება,
მაგრამ ჯერჯერობით ფრანგების თითქმის ნახევარს არა აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცეს ხმა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მოწმობს, რომ ამომრჩეველთა 42 პროცენტი უკანასკნელ წუთს გააკეთებს არჩევანს. საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობისთვის ძირითადი ბრძოლა გაიმართება ორ კანდიდატს - ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, კონსერვატორ ნიკოლა სარკოზისა და სოციალისტ სეგოლენ რუაიალს შორის. გამოკითხვათა მიხედვით, სარკოზი ოდნავ უსწრებს თავის მეტოქეს.