საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ყოფილ

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში
საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ. კანონის თანახმად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, იქმნება დროებითი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული, სადაც სახელმწიფო მმართველობას პრეზიდენტის მიერ შერჩეული პირები და პოლიტიკური ძალები განახორციელებენ. კანონის სახით, ქვეყნის პარლამენტმა მოიწონა პრეზიდენტის ინიციატივა და მას კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულის შექმნაზე თითქმის ერთსულოვანი თანხმობა განუცხადა. ახლა ჯერი კვლავ პრეზიდენტზეა– მასზეა დამოკიდებული, რა საზღვრებში მოექცევა ადმინისტრაციული ერთეული და რომელი ჯგუფი განახორციელებს სახელმწიფო მმართველობას.