რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიზანშეწონილად

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიზანშეწონილად მიიჩნევს სერბიის პირდაპირ მოლაპარაკებას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიზანშეწონილად მიიჩნევს სერბიის პირდაპირ მოლაპარაკებას
კოსოვოელ ეთნიკურ ალბანელებთან პროვინციის საბოლოო სტატუსზე, ამ საკითხის მოსაგვარებლად. კოსოვოს საკითხზე მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში ვიზიტის დროს ისაუბრა. მისივე თქმით, გაეროს საგანგებო წარგზავნილ მარტი აჰტისაარის გეგმა კოსოვოს შესახებ არ უნდა იყოს ერთადერთი საფუძველი მოლაპარაკების პროცესისთვის. აჰტისაარის გეგმა ითვალისწინებს კოსოვოსთვის შეზღუდული, საერთაშორისო მეთვალყურეობას დაქვემდებარებული დამოუკიდებლობის მინიჭებას. სერბია უარყოფს ამ გეგმას.