რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გამომძიებლებმა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გამომძიებლებმა გარი კასპაროვი დაკითხეს.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გამომძიებლებმა გარი კასპაროვი დაკითხეს.
კასპაროვის - ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ამჟამად კი რუსეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის - დაკითხვა 4 საათი გაგრძელდა. რამდენიმე დღის წინ (14 აპრილს) კასპაროვი მოსკოვში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით რამდენმიე საათით იყო დაკავებული. როგორც კასპაროვმა დღეს თქვა, გამომძიებლებმა მას შეკითხვებით მიმართეს რადიო "ეხო მოსკვისთან" გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, საუბარი შეეხო ასევე მისი ოპოზიციური ჯგუფის პუბლიკაციებს პრესაში. კასპაროვისთვის, მისი ადვოკატის განცხადებით, რაიმე ბრალდება არ წაუყენებიათ.