გაეროში აშშ-ის ახალმა წარმომადგენელმა ზალმაი

გაეროში აშშ-ის ახალმა წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადმა ნიუ იორკში პრესკონფერენცია გამართა.
გაეროში აშშ-ის ახალმა წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადმა ნიუ იორკში პრესკონფერენცია გამართა.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომელ ამოცანებს მიიჩნევს უმთავრესად. [ზალმაი ხალილზადის ხმა] "ჩემი პრიორიტეტებია, გავზარდო საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში შეერთებული შტატების მონაწილეობის ხარისხი, გავაუმჯობესო ერაყში და სხვა კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარება. მეორე - ვითანამშრომლო სხვა ქვეყნებთან, რათა პრაქტიკულად განხორციელდეს სუდანში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებები." ზალმაი ხალილზადმა დასძინა, რომ მსოფლიოს წინაშე მდგარი პრობლემების უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან მომდინარეობს.