უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ 24

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ 24 ივნისისთვის გადაიტანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ 24 ივნისისთვის გადაიტანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი.

ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას, იუშჩენკომ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ნაკარნახევია სურვილით, "რაც შეიძლება მალე ჩატარდეს არჩევნები და მოიძებნოს უკრაინაში შექმნილი პრობლემების დემოკრატიული, პოლიტიკური მოგვარების გზა." იუშჩენკოს თავდაპირველ ბრძანებულებაში ვადამდელი არჩევნების თარიღად 27 მაისი იყო დასახალებული. იმ ბრძანებულებას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა.