ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ჰიუმენ რაიტს უოჩი შეშფოთებას გამოთქვამს
ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ჰიუმენ რაიტს უოჩი შეშფოთებას გამოთქვამს
პაკისტანში პრესაზე უხეში ზეწოლის გამო. პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფისადმი ღია წერილში ადამიანის უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ მის ქვეყანაში ჟურნალისტებს გამუდმებით აშინებენ და ემუქრებიან, რათა არ დაუშვან ხელისულებისა და სამხედროთა შესახებ კრიტიკული პუბლიკაციები. დღეს ჰიუმენ რაიტს უოჩმა პრესის თავისუფლების შეზღუდვის გამო გააკრიტიკა აზერბაიჯანიც. ორგანიზაციის თანახმად, ქვეყანაში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული კამპანიები კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ.