რუსეთის ხელისუფლება ესტონეთის მთავრობის მიმართ

რუსეთის ხელისუფლება ესტონეთის მთავრობის მიმართ განრისხებას გამოხატავს
რუსეთის ხელისუფლება ესტონეთის მთავრობის მიმართ განრისხებას გამოხატავს
ტალინში საბჭოთა სამხედრო მემორიალის მოხსნის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მემორიალის აღებას არაჰუმანური აქცია უწოდა და თქვა, რომ მოსკოვი სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს ესტონეთის მიმართ. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ პრეზიდენტ პუტინს მიმართა თხოვნით, გაამკაცროს ესტონეთთან დიპლომატიური ურთიერთობები. ესტონეთის მთავრობა აცხადებს, რომ მემორიალი უცნობ ადგილზე გადაიტანა.