ესტონეთში რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტმა

ესტონეთში რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტმა გაამწვავა
ესტონეთში რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტმა გაამწვავა
ესტონეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა, რომელიც ესტონეთის მთავრობის მიერ ტალინში საბჭოთა მეომრის მონუმენტის მოხსნის გამო წარმოიშვა. რუსეთის პარლამენტარები ორშაბათს ჩავიდნენ ტალინში და ესტონეთის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ ბრალი დასდო ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების უგულებელყოფაში. გასულ კვირაში ტალინის ცენტრიდან მონუმენტის მოხსნას ქვეყნის რუსულენოვანი მოსახელობის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. შეტაკებებში ერთი დემონსტრანტი დაიღუპა. ორშაბათს ქანდაკება ტალინის სამხედრო სასაფლაოზე დადგეს.