საფრანგეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის

საფრანგეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის პრეზიდენტად
საფრანგეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის პრეზიდენტად
კონსერვატორ ნიკოლა სარკოზის არჩევის გამო. ორშაბათს ღამით მთელ რიგ ქალაქებში 500-მდე ავტომობილი დაწვეს. სარკოზი, რომელიც ადრე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ცნობილი იყო თავისი მკაცრი დამოკიდებულებით ახალგაზრდული საპროტესტო გამოსვლების მიმართ, რომლებმაც საფრანგეთი მოიცვა 2005 წლის შემოდგომაზე. 6 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკოლა სარკოზიმ ხმების 7 პროცენტით გაუსწრო თავის მეტოქეს, სოციალისტების კანდიდატ სეგოლენ რუაიალს.