აშშ ირანს აკრიტიკებს

აშშ ირანს აკრიტიკებს
აშშ ირანს აკრიტიკებს
ვაშინგტონში მოღვაწე მეცნიერ ჰალე ესფანდიარისთან და აშშ-ის მიერ დაფინანსებული "რადიო ფარდის" კორესპონდენტ, პრაღაში მოღვაწე ფარნაზ აზიმასთან მოპყრობის გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოდის მოწოდებით, ირანმა გაათავისუფლოს ესფანდიარი, "ვუდროუ უილსონის საერთაშორისო ცენტრის" თანამშრომელი, რომელიც ირანში სამშაბათს დააპატიმრეს. აშშ აგრეთვე მოითხოვს, ირანიდან გამგზავრების საშუალება მიეცეს ჟურნალისტ აზიმას, რომელსაც ირანში ვიზიტის დროს პასპორტი ჩამოართვეს.