ავღანეთის და პაკისტანის ჯარებს შორის

ავღანეთის და პაკისტანის ჯარებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს
ავღანეთის და პაკისტანის ჯარებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს
მეორე დღეა მათ საერთო საზღვარზე. ავღანეთის პაქტიის პროვინციის გუბერნატორის რაჰმატულა რაჰმატის თქმით, 41 ავღანელი დაიღუპა ან დაიჭრა ამ ბრძოლაში. მისი თქმით, შეტაკება მოჰყვა პაკისტანის ძალების ავღანეთის ტერიტორიაზე შეჭრას. პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავღანეთის მხრიდან პაკისტანის სასაზღრო პუნქტებს აუტეხეს სროლა.