საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე ყრილობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე ყრილობა
და არჩევნები ხუთშაბათს, 17 მაისს გაიმართება, - ამის შესახებ, დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა უჩა უგულავამ განაცხადა. მისი განმარტებით, განმეორებით რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ სამ კანდიდატს აქვს, რომლებმაც ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კენჭი უკვე იყარეს. უგულავას თქმით, კანდიდატებმა საკუთარი სურვილი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში 16 მაისს, 18.00 საათამდე, წერილობით უნდა წარადგინონ.