სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და

სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და მისი სტაბილიზების გზები მიმოიხილეს
სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და მისი სტაბილიზების გზები მიმოიხილეს
სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ, ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა. ანთაძის აპარატზე დაყრდნობით პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთობლივად მოქმედების აუცილებლობა.
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილეს რეგიონის წყალმომარაგებაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. დიმიტრი სანაკოევმა ეუთოს ელჩს დეტალურად გააცნო პრობლემის გრძელვადიანი მოგვარების გეგმა და ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის მზადყოფნას, დაუყონებლივ და უპირობოდ ჩაერთოს მის გადაწყვეტაში.