დღეს ვატიკანში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის

დღეს ვატიკანში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და რომის პაპი ბენედიქტე მე-16.
დღეს ვატიკანში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და რომის პაპი ბენედიქტე მე-16.
მათი საუბრის ძირითად თემას ერაყში შექმნილი "შემაშფოთებელი ვითარება" წარმოადგენდა. ერაყის მთავრობა დაუღალავად შრომობს იმისათვის, რომ ქვეყანაში ქრისტიანთა უმცირესობა დაიცვას – ამ სიტყვებით სცადა ჯორჯ ბუშმა შეშფოთებული პაპის დამშვიდება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თავად განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომელიც მისი და იტალიის პრემიერ-მინისტრის რომანო პროდის შეხვედრის შემდეგ გაიმართა. პროდის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე განიხილებოდა კოსოვოს, ლიბანისა და ავღანეთის საკითხები. ბუშის ვიზიტს რომის ქუჩებში გამოსული ათობით ათასი ანტიგლობალისტი აპროტესტებდა.