რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნურავინ ეცდება

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნურავინ ეცდება, რომ რუსეთს თავი დამნაშავედ აგრძნობინოს სტალინის
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნურავინ ეცდება, რომ რუსეთს თავი დამნაშავედ აგრძნობინოს სტალინის
ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ეპიზოდთან – 70 წლის წინ განხორციელებულ "დიდ წმენდასთან" - დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინი საუბრობს საბჭოთა კავშირში 1936-37 წლებში მიმდინარე პროცესზე, რომლის დროსაც ათასობით ადამიანი - ჩინოვნიკი, სამხედრო პირი თუ პოლიტიკოსი გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, "სხვა ქვეყნებში კიდევ უფრო უარესიც ხდებოდა." ვლადიმირ პუტინმა განცხადება სატელევიზიო გამოსვლისას გააკეთა.