ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გერმანია გამოვიდა

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გერმანია გამოვიდა ინიციატივით, პოლონეთის თანხმობის გარეშე
ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გერმანია გამოვიდა ინიციატივით, პოლონეთის თანხმობის გარეშე
დაიწყოს მოლაპარაკება ევროკავშირის ახალ ხელშეკრულებაზე. როგორც იუწყებიან, გერმანიის კანცლერმა ეს წინადადება შესთავაზა ევროკავშირის დანარჩენ ლიდერებს ბრიუსელის სამიტზე მას შემდეგ, რაც პოლონეთმა უარყო კომპრომისი ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების წესების გარშემო. მერკელის პრეს-მდივნის განცხადებით, პოლონეთს აქვს შესაძლებლობა, “შეუერთდეს ევროპელების კონსენსუსს” სამთავრობათშორისო კონფერენციაზე, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება.