დაახლოებით 800 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება

დაახლოებით 800 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, ძირითადად – ოპიუმი და ჰეროინი,
დაახლოებით 800 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, ძირითადად – ოპიუმი და ჰეროინი,
დაწვეს დღეს ტაშკენტში, უზბეკეთის ოფიციალური პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლების თანდასწრებით. ოფიციალური წყაროს ცნობით, ქვეყანაში, 1994 წლის შემდეგ, 40 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება გაანადგურეს. ყირგიზეთში კი, 3-დღიანი სპეცოპერაციის შედეგად, რომელშიც 810 პოლიციელი იყო ჩართული, ამოღებულია 100 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება. ამის შესახებ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.