ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე

ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი მიუღებლად მიიჩნევს პროცესის გაჭიანურებას
ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი მიუღებლად მიიჩნევს პროცესის გაჭიანურებას
კოსოვოს სამომავლო სტატუსთან დაკავშირებით. ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას 29 ივნისს სხეფერმა აღნიშნა, რომ კოსოვოს სტატუსის გადაუწყვეტელი საკითხი "უდიდესი პრობლემაა", რომელიც ბალკანეთის ქვეყნებს აწუხებს. იაპ დე ჰოოპ სხეფერმა პირობა დადო, რომ ნატოს სამშვიდობო კონტიგენტი (რომელიც 16 ათას სამხედროს ითვლის) კოსოვოში მშვიდობის გარანტი იქნება. ნატოს გენერალური მდივანი მოუწოდებს სერბიასა და რუსეთს მეტი მოქნილობა გამოიჩინონ კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით.