პაკისტანის უშიშროების ძალებსა და რელიგიურ

პაკისტანის უშიშროების ძალებსა და რელიგიურ სტუდენტებს შორის შეტაკებების შედეგად
პაკისტანის უშიშროების ძალებსა და რელიგიურ სტუდენტებს შორის შეტაკებების შედეგად
სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა. ისლამაბადში რადიკალური ისლამური ძალების მეჩეთთან მომხდარი შეტაკებების შემდეგ სტუდენტებმა ქვები ესროლეს მთავრობს შენობებს და ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე მანქანას. ამით უკიდურესად გამწვავდა დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაწყებული უთანხმოება ე.წ. წითელი მეჩეთის გარშემო, რომლის წარმომადგენლებიც პაკისტანის სამხედრო ძალების მიერ მართულ მთავრობას დაუპირისპირდნენ.