14 ივლისს ცხინვალში აღინიშნებოდა ქართულ-ოსური

14 ივლისს ცხინვალში აღინიშნებოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში
14 ივლისს ცხინვალში აღინიშნებოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში
რუსი ცისფერჩაფხუტიანების შეყვანის მე-15 წლისთავი. ცხინვალში სჯერათ, რომ მხოლოდ რუსი სამხედროების დახმარებით მოხერხდა 3-წლიანი შეიარაღებული კონფლიქტის შეჩერება და სისხლისღვრის შეწყვეტა. კონფლიქტის ზონაში 3 მხარის 3 ბატალიონის შეყვანის შეთანხმებას 1992 წელს, სოჭიში მოეწერა ხელი. დოკუმენტი ხელმოწერილია რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინისა და საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ. ქართული მხარის წარმომადგენლები, მიწვევის მიუხედავად, 14 ივლისს ცხინვალში არ ჩასულან.