ისრაელისა და ეგვიპტის საზღვარზე მოკლულ

ისრაელისა და ეგვიპტის საზღვარზე მოკლულ იქნა ლტოლვილი ქალი სუდანიდან, კიდევ ოთხი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.
ისრაელისა და ეგვიპტის საზღვარზე მოკლულ იქნა ლტოლვილი ქალი სუდანიდან, კიდევ ოთხი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.
ეგვიპტის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ხალხის ჯგუფს, რომელიც ისრაელში გადასვლას ცდილობდა. დაკავებულია 22 ადამიანი. თითქმის ყველა მათგანი სუდანის პროვინცია დარფურიდან ლტოლვილია. ადგილობრივი კონტრაბანდისტები მათ კარგი გასამრჯელოს საფასურად ისრაელში გადაყვანას დაჰპირდნენ, მაგრამ შემდეგ საზღვარზე მიატოვეს. პოლიციის ცნობით, ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის.